ახალი ამბები

გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან – როგავა

12 აგვისტო, 2021 • 2279
გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან – როგავა

‘რუსთავი 2-ის” ყოფილი წამყვანი გურამ როგავა აცხადებს, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ “გარკვეული” პოლიტიკური ლიდერები მისი ეთერიდან ჩახსნას ითხოვდნენ. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ  ინტერვიუში ისაუბრა და “რუსთავი 2-დან” წამოსვლის მიზეზები განმარტა.

როგორც როგავა ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლების მძაფრი რეაქცია მის მიერ პირდაპირ ეთერში ფურცლების დახევას და იმის თქმას მოჰყვა, რომ “5 ივლისს ჩვენ თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია”.

“გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან. მე ვატყობდი, რომ უკვე ის დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც აქამდე პირადად მე მქონდა, მომავალაში ვერ მექნებოდა. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, როცა დავინახე, როგორ გაუსწორდნენ ქუჩაში ჟურნალისტებს, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემს საავტორო გადაცემაში პირდაპირ ეთერში დემონსტრაციულად დამეხია ცარიელი ფურცლები, რომელზეც მაშინ ვთვქვი, რომ სიმბოლურად მაყურებელს უნდა წარმოედგინა, რომ იმ მომენტში კონსტიტუცია იყო. 5 ივლისს ჩვენ თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია.

ამ ჟესტს შემდეგ  მოჰყვა გარკვეული მძაფრი რეაქციები ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის მეც მივიღე გარკვეული გზავნილები, რომ შესაძლოა ეს ცუდად დამთავრებულიყო. საერთო ნაცნობებმა მოიტანეს გარკვეული გზავნილები ჩემი მისამართით, რომ ეს იყო ზედმეტი… ასე არ უნდა გამეგრძელებინა… ასე დაემთხვა და ერთამანეთს მიეწყო, რომ რაღაცნაირად ერთი მესისჯობქსით მიგზავნიდნენ რჩევებს, რომ არ გინდა, ეს ნაბიჯი არ გადადგა… ცოტა დაიწყნარე ნერვები… თითქოს ერთი ხელით იყო ნაწერი”, – ამბობს როგავა.

მისივე თქმით, “რუსთავი 2-ზე” განსხვავებული ფორმატის გადაცემის წაყვანა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდა და არხიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

“არხზე მოხვდა გარკვეული ცვლილებები და მენეჯმენტში მოვიდა ვაკო ავალიანი, რომელსაც განსხვავებული ხედვები ჰქონდა, მე სულ სხვანაირად ვხედავდი ჩემი გადაცემის განვითარებას. მე შემეძლო დავრჩენილიყავი და მეკეთებინა ჟურნალისტიკა, რომელიც მე არ მომწონს. “რუსთავი 2″ ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას”, – განაცხადა გურამ როგავამ.

როგორც გურამ როგავა ამბობს,  მუშაოაბას “ფორმულაზე” გააგრძელებს, დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი