ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები დაასახელა

16 აგვისტო, 2021 • 2718
“ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები დაასახელა

“ევროპულმა საქართველომ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, “ევროპული საქართველოს” მერობის ორ კანდიდატს,- თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძესა და ხონში ზურაბ ჯიბუხაიას,- მხარს ხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ.

“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატები იქნებიან:

  • გორი – ეთერ ჯალაღონია
  • ახალციხე – ზურაბ სადათიერაშვილი
  • ახალქალაქი – არსენ კარაპეტიანი
  • მარნეული – ახმედ იმამკულიევი
  • სამტრედია – ჟუკიანა ფოფხაძე
  • კასპი – აკაკი (კახა) გეჯაძე
  • ამბროლაური – მაია კაციტაძე
  • თეთრიწყარო – ნინო დავითაშვილი
  • თერჯოლა – ზურაბ ბუცხრიკიძე
  • ხონი – ზურაბ ჯიბუხაია

პარტიას მერობის კანდიდატები ეყოლება წალენჯიხის, ნინოწმინდისა და ადიგენის მუნუციპალიტეტებშიც.

ბოკერიას თქმით, 17 მუნიციპალიტეტში “ევროპული საქართველო”  მხარს დაუჭერს შეთანხმებულ კანდიდატებს, რომლებიც სხვადასხვა პარტიიდან წარდგენილი ან დამოუკიდებელი კანდიდატები არიან. ეს მუნიციპალიტეტებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, წყალტუბო, მარტვილი, ქობულეთი, ხულო, ასპინძა, ახმეტა, გურჯაანი, დმანისი, ლანჩხუთი, მესტია, ჭიათურა. მისივე თქმით, 664 სამაჟორიტარო ოლქიდან 315 ოლქში სხვადასხვა პარტიებს შორის შედგა შეთანხმება საერთო კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი