ახალი ამბები

დეკანოიძე, ანზორ მელია და სხვები – ენმ-მ მერობის კანდიდატები წარადგინა

15 აგვისტო, 2021 • 2896
დეკანოიძე, ანზორ მელია და სხვები – ენმ-მ მერობის კანდიდატები წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მერობის კანდიდატები წარადგინა.

წარდგენას ნიკა მელია უძღებოდა, რომელიც, თავის მხრივ, თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატია.

მელიამ განაცხადა, რომ შემოდგომის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არაა, არამედ რეფერენდუმია და მერობის კანდიდატები – რეფერენდუმის ლიდერები არიან.

ენმ-ს მერობის კანდიდატები იქნებიან:

  • ქუთაისი – ხატია დეკანოიძე
  • მცხეთა – ზაალ უდუმაშვილი
  • რუსთავი – დავით კირკიტაძე
  • თელავი – გიორგი ბოტკოველი
  • მარტვილი – თემურ ჯანაშია
  • ბათუმი – გიორგი კირთაძე
  • ქობულეთი – ბონდო თევდორაძე
  • ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე
  • ქედა – რამინ ბერიძე
  • შუახევი – როინ ზოიძე
  • ხულო – გოგიტა სოლომონიძე
  • ვანი – ბადრი მებურიშვილი
  • ზესტაფონი – ბაქარ ხიჯაკაძე
  • სამტრედია – მამუკა ბიბილეიშვილი
  • ადიგენი – მარეხი დათაშვილი
  • ასპინძა – გიორგი გიორგაძე
  • საგარეჯო – დავით ჯავახიშვილი
  • ახმეტა – ზურაბ ოტიაშვილი
  • გურჯაანი – სერგი კაკალაშვილი
  • დედოფლისწყარო – თამაზ კოჭლამაზაშვილი
  • სიღნაღი – ზაზა პაპუაშვილი
  • დმანისი – გიორგი ტატუაშვილი
  • თეთრიწყარო – ვანო მაღალაშვილი
  • გორი – ვასილ მახარაშვილი
  • ხაშური – იოსებ ბუაძე
  • კასპი – ნუგზარ ნონიაშვილი
  • ქარელი – ნიკოლოზ ახალკაცი
  • ხობი – ბესო შენგელია
  • ზუგდიდი – ანზორ მელია

ნიკა მელიას თქმით, აქედან რუსთავსა და ბათუმში ოპოზიციას საერთო შეთანხმებული კანდიდატები ეყოლებათ. დმანისში კი გიორგი ტატუაშვილი უპარტიო კანდიდატი იქნება, რომელსაც ენმ მხარს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი