ახალი ამბები

შესაძლოა, დაშინების მცდელობა იყოს – მიშველაძის თქმით, მას სახლი გაუქურდეს

15 აგვისტო, 2021 •
შესაძლოა, დაშინების მცდელობა იყოს – მიშველაძის თქმით, მას სახლი გაუქურდეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მას სახლი გაუქურდეს.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში მიშველაძე წერს, რომ აღნიშნულ სახლში მისი შვილი ცხოვრობს – „ეჭვებს მიჩენს , რომ ეს შესაძლოა დაშინების მცდელობა იყოს!და თუ ასეა, მეტი სიმდაბლე არ არსებობს!!!,“.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახლში ექსპერტები მუშაობენ.

ნეტგაზეთმა დამატებითი დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი