საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ. თბილისის შესაბამის სქემას აქვეყნებს.
- სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა-ფშაველას №33) მარშრუტზე მგზავრებს ავტობუსი 09:00-20:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილდება მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ) – მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77-დან მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტამდე“.
უკუმიმართულებით: მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ – მ/ს „ტექნიკურ უნივერსიტეტამდე“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ).
- შპს Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგი“) მარშრუტს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება: მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან – შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგის” მიმართულებით).
უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგიდან“) – მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე.
- შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 09:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „სამგორიდან“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) – მოსკოვის გამზირი – ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) – ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ).
უკუმიმართულებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან) – ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) – მოსკოვის გამზირი – მ/ს „სამგორამდე“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).
- სს „ევექსი ჰოსპიტალების“ – ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის მიმართულებით (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „დიდუბიდან“ (ქვედა გასასვლელი) – ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე.
უკუმიმართულებით: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ – ლუბლიანას ქ.-დან (სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – მ/ს „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელი).
- შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მიმართულებით (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება თავისუფლების მოედნიდან – მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი – შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგამდე“).
უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, “ჰუალინგიდან“) – თავისუფლების მოედნამდე.
ამასთან, მერიის ინფორმაციით:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას N77) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 10:00-20:00 საათამდე.
- შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.
- სს „ევექს ჰოსპიტალები“ – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.