ახალი ამბები

ყალბი PCR ტექსტის პასუხის დამზადება-გაყიდვისთვის ერთი პირი დააკავეს

13 აგვისტო, 2021 • 1367
ყალბი PCR ტექსტის პასუხის დამზადება-გაყიდვისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი PCR ტექსტის პასუხის დამზადება-გაყიდვისთვის ერთი პირი დააკავეს. მათივე თქმით, გამოძიების ფარგლებში მომხდარზე ორი პირი ამხილეს.

როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი [ყალბი დოკუმენტის დამზადება] და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით[ჯგუფური კომერციული მოსყიდვა], რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი