ახალი ამბები

“გირჩი – მეტი თავისუფლების” თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება

12 აგვისტო, 2021 • 2945
“გირჩი – მეტი თავისუფლების” თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება

“გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება. ამის შესახებ პარტიაში დღეს, 12 აგვისტოს, განაცხადეს.

მათი თქმით, “გირჩი – მეტი თავისუფლების” პორტალზე თბილისის ვიცე-მერობის პრაიმერისი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცოტნე კობერიძემ და იმედა კლდიაშვილმა. საბოლოოდ, კი პრაიმერისის გამარჯვებული ცოტნე კობერიძე გახდა.

შესაბამისად, ცოტნე კობერიძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიასთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად იბრძოლებს, ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე ენმ, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა” შეთანხმდნენ. სწორედ ამ შეთანხმების თანახმად, ვიცე-მერობის კანდიდატი “გირჩი — მეტი თავისუფლებას” უნდა წარმოედგინა.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია კი- საკრებულოს თავმჯდომაროებისთვის.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომებრს უნდა გაიმართოს.

რა სურს კალაძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი