ახალი ამბები

ამცრელი სივრცეების მიმართულებით ტრანსპორტი დაინიშნება – გამყრელიძე

12 აგვისტო, 2021 • 2407
ამცრელი სივრცეების მიმართულებით ტრანსპორტი დაინიშნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიუხედავად მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვისა, ამცრელი სივრცეებისკენ მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნება.

„დადგა ასეთი წინადადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, რომელსაც საბჭომ დაუჭირა მხარი, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში – თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში -დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისკენ“, – ამბობს გამყრელიძე.

მას მაგალითად მოჰყავს რესპუბლიკური საავადმყოფო და სამედიცინო უნივერსიტეტის სივრცეები, რომლებიც დღეში 4 500 ადამიანს ცრიან. გამყრელიძე ამბობს, რომ მსგავსი საავადმყოფოებისკენ, როგორიცაა მაგალითად, ინფექციური, ე.წ. ბოკერიას საავადმყოფო და სხვა, ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან სპეციალური ავტობუსები დაინიშნება – „მივდივარ ვაქცინაციისთვის“.

მისივე ინფორმაციით, საბჭოს უკვე გადაეცა მსგავსი საავადმყოფოს ლოკაციები აღნიშნულ 4 დიდ ქალაქში – „იქ, სადაც პოლიკლინიკებია ახლოს, მოქალაქეები ფეხითაც შეძლებენ მისვლას“.

საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ეს შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

შეზღუდვები, რომლებიც 14 აგვისტოდან ამოქმედდება

მასალების გადაბეჭდვის წესი