ახალი ამბები

მთავრობა კერძო და საჯარო სექტორს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს

12 აგვისტო, 2021 • 1007
მთავრობა კერძო და საჯარო სექტორს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს თანამშრომლების მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს:

“საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს” ,- განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 5 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.

შეზღუდვები, რომლებიც 14 აგვისტოდან ამოქმედდება

მასალების გადაბეჭდვის წესი