უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
როგორც საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო.
ამასთანავე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვისა, ამცრელი სივრცეებისკენ მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნება.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.