ახალი ამბები

ქუთაისში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

12 აგვისტო, 2021 • 1772
ქუთაისში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

ქუთასიში 30 კვირის ორსულმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა. ინფორმაცია ნეტგაზეთს კლინიკა „ბომონდში“ დაუდასტურეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებული ქალი მაღალი სიცხითა და დამძიმებული მდგომარეობით მიიყვანეს. მათივე თქმით, დასავლეთ საქართველოში „ბომონდი“ ერთადერთი კლინიკაა, რომელიც კოვიდინფიცირებულ მძიმე ორსულებს იღებს.

კლინიკა აცხადებს, რომ გადმოყვანამდე ქალი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, საიდანაც ხელწერილის საფუძველზე სახლში დაბურნდა, „სახლიდან კი სასწრაფომ შემოიყვანა ჩვენთან მძიმე მდგომარეობაში“.

ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა ქალი აცრილი, კლინიკაში ამბობენ, რომ მათთან შემოსულ პაციენტთა უმრავლესობა აცრილი არ არის — „ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად“.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი