100 000 მოსახლეზე კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებლის ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
New York Times-ის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, 100 000 მოსახლეზე საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.89-ია. ამავე მონაცემებით ქვეყანაში დღეში საშუალოდ 33 ადამიანი იღუპება. ეს მაჩვენებლები ბოლო 7 დღის მდგომარეობას ასახავს.
მსოფლიოში პირველ ადგილზე და, შესაბამისად, ყველაზე უარესი მდგომარეობით, ამ მაჩვენლით ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებია, რომლის მოსახლეობაც სულ 30,030-ს შეადგენს და დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო რიცხვი 0.9-ს.. მეორე ადგილს კი ტუნისი იკავებს დღეში საშუალოდ 123.4 გარდაცვლილით. მესამე ადგილზე ფიჯია, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების საშუალო რიცხვი 8.3-ს შეადგენს.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელს 100 000 მოსახლეზე, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამეა. მას მხოლოდ ფიჯი და კუნძული მენი უსწრებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი.
ვაქცინაციის როლი COVID-ით გარდაცვალების შემთხვევების შემცირებაში