ახალი ამბები

გამყრელიძე არ აფასებს ღარიბაშვილის მიერ ქეიფზე დასწრების ფაქტს

9 აგვისტო, 2021 • 2077
გამყრელიძე არ აფასებს ღარიბაშვილის მიერ ქეიფზე დასწრების ფაქტს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე უარს აცხადებს შეაფასოს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის დროს ქეიფს დაესწრო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია მას ეს საქციელი.

„პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ… ამასთან დაკავშირებთ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თვითონ გააკეთა განცხადება“, – თქვა გამყრელიძემ.

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

ამ კადრების გავრცელების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტებისას ღარიბაშვილმა თქვა – „მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?”.

ირაკლი ღარიბაშვილს აცრისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი