ღარიბაშვილის თქმით, მსჯელობა იქნება ისეთ რეგულაციებზე, როგოგირცაა ნიღბების ტარება, ასევე არჩევნების გარკვეული სტანდარტით ჩატარება.
მისივე თქმით, ხვალინდელ საბჭოზე ფესტივალებისა და სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
“ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები. მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ მაგალითად ცესკოს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს, ასევე გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ზოგადად, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, იმისთვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული, უსაფრთხო არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არ იგეგმება ისეთი შეზღუდვების შემოღება, რაც ეკონომიკაზე იმოქმედებს.
“კიდევ ერთხელ, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, ჩვენ შეიძლება დროებით პროცესი გავწელოთ, მაგრამ ჩვენ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინით და აცრებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“არასწორია ფოკუსირება მხოლოდ ილიაუნიზე, ეს ცვლილებები ეხება ყველას” – განათლების ექსპერტი

“დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი” – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი

ილიაუნის სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

პრორექტორის ცნობით, ილიაუნი 55 პროგრამას და სტუდენტების 90%-ს კარგავს




