ახალი ამბები

მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი? – ღარიბაშვილი

8 აგვისტო, 2021 • 3505
მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი? – ღარიბაშვილი

“მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გუშინ, 7 აგვისტოს, სოფელ არხილოსკალოში ხალხმრავალ სუფრასთან იჯდა.

ღარიბაშვილს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ის გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს არ იცავდა და ჰკითხა,  “გუშინდელი ქეიფის შემდეგ” უხერხულობას უქმნის თუ არა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოსახლეობას მოუწოდებს.

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

ეს იმ ფონზე, როცა თავად ღარიბაშვილი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას არაერთგზის მოუწოდებენ, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ხალხმრავალ თავყრილობებში მონაწილეობისგან, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

ამასთან, მთავრობამ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ “გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია”.

ირაკლი ღარიბაშვილს აცრისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი