ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი – 8 აგვისტო

8 აგვისტო, 2021 •
გამოვლინდა კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი – 8 აგვისტო

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 376 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 969 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 318 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 651 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.64%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 362,
  • აჭარა – 595,
  • იმერეთი – 415,
  • ქვემო ქართლი – 139,
  • შიდა ქართლი – 155,
  • გურია – 84,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 210,
  • კახეთი – 262,
  • მცხეთა-მთიანეთი -59,
  • სამცხე-ჯავახეთი – 49,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 187, საიდანაც 6 511 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 308 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  447 913-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 6 084  პირი ემსხვერპლა, ხოლო  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  400 616-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი