ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი – 6 აგვისტო

6 აგვისტო, 2021 •
გამოვლინდა კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი – 6 აგვისტო

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 052 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 740 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.05%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი –  1 640,
  • აჭარა – 628,
  • იმერეთი – 395,
  • ქვემო ქართლი – 170,
  • შიდა ქართლი – 172,
  • გურია – 70,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199,
    კახეთი – 299,
  • მცხეთა-მთიანეთი -102,
  • სამცხე-ჯავახეთი – 84,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806, საიდანაც 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის ძიმე პაციენტია 1 285, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 440 353-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 6 016 პირი ემსხვერპლა, ხოლო  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 395 505-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი