ახალი ამბები

სავალდებულო ვაქცინაცია არცერთ ჯგუფთან მიმართებაში განიხილება – გაბუნია

5 აგვისტო, 2021 • 1144
სავალდებულო ვაქცინაცია არცერთ ჯგუფთან მიმართებაში განიხილება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება არცერთ ჯგუფთან მიმართებაში, მათ შორის არც პედაგოგების და არც ექიმების მიმართ. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი თავდაპირველად იმით განისაზღვრებოდა, რომ ყველაზე მაღალი დაინფიცირების დინამიკა შემოდგომის პიკზე სწორედ ამ პროფესიის წარმოამდგენლებში იყო. დაინფიცირების შემდეგ აცრის გაკეთება 120 დღე არ შეიძლებოდა.

“შედარებით [ვაქცინაციის] დაბალი მაჩვენებელია საშუალო და დაბალ სამედიცინო პერსონალში, რომელთა ვაქცინაციაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კლინიკებთან, რომ მათ ყველა პირობა შეუქმნან, რომ ადგილზევე, კლინიკაში მოხდეს მათი ვაქციანცია”, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციის პროცესში ხელს უწყობენ, რათა ამ სფეროს მეტი წარმომადგენელი აიცრას, თუმცა გაბუნია არ გამორიცხავს, რომ “აუცილებლობის შემთხვევაში” საქართველოშიც დაინერგოს საერთაშორისო გამოცდილება, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებებში არავაქცინირებულ სამედიცინო მუშაკებს არ უშვებენ და ამ გზით ცდილობენ პაციენტების დაცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი