ახალი ამბები

ტალახაძის ოქროს შემდეგ, საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე ოცდამესამე ადგილზეა

4 აგვისტო, 2021 • 942
ტალახაძის ოქროს შემდეგ, საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე ოცდამესამე ადგილზეა

ლაშა ტალახაძის ოქროს შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ჩათვლაში 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 7 მედალია. მათ შორის -2 ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

4 მედლის მოპოვება ქართველმა სპორტსმენებმა ძიუდოში შეძლეს. მათგან, ერთი ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი კი ვერცხლის პრიოზიორები გახდნენ.

კიდევ ერთი მედლის მოპოვება ძალოსნობაში ანტონ პლესნოიმ შეძლო, რომელმაც ტრავმის მიუხედავად ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა. იაკობ ქაჯაიამ კი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება საერთო რეიტინგს, ამ დროისთვის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, მეორეს- აშშ, მესამე ადგილზე კი მასპინძელი იაპონიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი