ახალი ამბები

“აცრა ერთადერთი გამოსავალია” – მზექალა შანიძე 95 წლის ასაკში აიცრა

4 აგვისტო, 2021 • 1572
“აცრა ერთადერთი გამოსავალია” – მზექალა შანიძე 95 წლის ასაკში აიცრა

ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ადასტურებენ განათლების სამინისტროში.

„კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა. მიმაჩნია, რომ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, თავი დავიცვათ პანდემიისგან. კოვიდი ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისათვის, ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – განაცხადა მზექალა შანიძემ.

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 432 903 შემთხვევა, რომელთაგან 390 827 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 948.

ამასთანავე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 2021 წელს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია. ამასთანავე, ორჯერადად აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი 0.3%-ია, ხოლო ერთჯერადად აცრილებში – 0.9%.

დღეს საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინით შეიძლება აცრა, ესენია „ასტრაზენეკა“; „ფაიზერი“; „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. აქედან „ფაიზერით“ აცრა 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. აცრა უფასოა. რეგისტრაციისთვის კი შექმნილია სპეციალური საიტი – booking.moh.gov.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი