ახალი ამბები

თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანენ

4 აგვისტო, 2021 • 1578
თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილსერვის ჯგუფის ნაგავმზიდი მანქანები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანს.

კალაძის თქმით, გამონაკლისი იქნება რამდენიმე ქუჩა, სადაც ნარჩენების გატანის საჭიროება დღის განმავლობაშიცაა. თუმცა კალაძე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც საათების შერჩევა ისე მოხდება, რომ პიკის საათებს არ დაემთხვეს:

“თბილისის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს საღამოს 10-დან დილის 6 საათამდე გაიტანს თბილსერვის ჯგუფი. თუმცა არის ისეთი ქუჩებიც, რომლებიც საჭიროებს, დღის განმავლობაშიც მოხდეს ნარჩენების გატანა. თუმცა აქაც ისეა საათები შერჩეული, რომ პიკის საათებს არ დაემთხვეს”, – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი