ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრებიდან გიორგი სიორაძე აირჩია და დღეიდან ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან მუშაობას იწყებს სრული, 17 წევრის შემადგენლობით. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციის გათვალისწინებით კომისიაში რვა წევრი პარლამენტის მიერ არის არჩეული, 9 კი- პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი.
დღევანდელ სხდომაზე პარტიის„ლელო საქართველოსთვის“ მიერ ცესკოში დანიშნულ გიორგი სიორიძეს ხმა კომისიის 15-მა წევრმა მისცა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე,მ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა საფუძველი დაუდო მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმას.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი შემადგენლობის უმრავლესობით გამომიცხადა ნდობა. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ყველა იმ პირს, ვინც მე ნდობა გამომიცხადა. მთავარი პრინციპი ჩემთვის იქნება ამ ქვეყნის სამსახური. საარჩევნო ადმინისტრაცია ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი, საკონსტიტუციო ორგანო და მე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს“,-განაცხადა გიორგი სიორიძემ.