ახალი ამბები

დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე – პრეზიდენტი

3 აგვისტო, 2021 • 1436
დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის. ამის შესახებ მან დღეს, 3 აგვისტოსს, განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების ქცევა ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის.

“საქართველო დღეს დგას გზაჯვარედინზე, გზაგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა. ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, წესით, უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს.

ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოების თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი