ახალი ამბები

შენობის აღდგენის შემდეგ ექსპონატები მუზეუმში დაბრუნდება – წულუკიანი

3 აგვისტო, 2021 •
შენობის აღდგენის შემდეგ ექსპონატები მუზეუმში დაბრუნდება – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი მათ განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

„ჩვენ ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ ადგილას დროებით, სანამ აღვადგენთ. ამავე ადგილას, ძეგლს აღდგენის შედეგად, აღდგენილ შენობაში გავაკეთებთ ამავე მუზეუმს და ეს ექსპონატები დაბრუნდება მუზეუმში, როცა აღდგენილი იქნება, რომ მიიღოს თანამედროვე სტანდარტების დაცვის ექსპონატები“.

მისი განცხადებით,  5 აგვისტომდე გააცნობენ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ სად მოათავსაბენ ექსპონატებს დროებით:

„ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით, ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი… თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, მანამ, სანამ თვითონ მუზეუმი იქნება აღდგენილი და განახლებული“.

ვრცლად ხელოვნების მუზეუმის შესახებ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი