ახალი ამბები

იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

2 აგვისტო, 2021 • 1329
იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია 130 კგ. წონით კატეგორიაში ბერძნულ რომაული ჭიდაობის ოლიმპიური ტურნირის ფინალში კუბელ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონ მიხაინ ლოპესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქაჯაიას მიერ მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მეექვსეა.

აქედან ოთხი ჯილდო ქვეყანამ ძიუდოში, ერთი კი ძალოსნობაში მიიღო. მათ შორის, ლაშა ბექაურმა ოქროს, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა- ვერცხლი, ანტონ პლესონიმ კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

იაკობ ქაჯაია არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი