ახალი ამბები

5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა გადავადდა

2 აგვისტო, 2021 • 979
5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა გადავადდა

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა პარლამენტში გადაიდო. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის ინიციატორმა, ფრაქციის, “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმშია და საგამოიძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდებოდა.

“ამას სჭირდებოდა 50 ხმა და დღეს ბიუროს სხდომაზე შეტანილი იქნა ეს საკითხი და ველოდებოდით, რომ სასესიო განხილვაც იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კოლეგები “ნაციონალური მოძრაობიდან” არ ესწრებიან სასესიო სხდომებს ბოიოკოტის რეჟიმიდან გამომდინარე, მათი ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია არ შევუქმნათ საფრთხე ამ კომისიის შექმნას. თუ ჩავარდებოდა სასესიო სხდომაზე, შემდეგ 6 თვე ვეღარ ვიმსჯელებდით ამ საკითხზე. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ეს კომისია შეიქმნას, თუნდაც ტემპები შეიცვალა და ვერ ვახერხებთ, რომ ეს ახლა შეიქმნას. მოვითხოვეთ, რომ გადავავადოთ და მომავალ სხდომაზე, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება, უკვე იყოს განხილვის თემა და, იმედი მაქვს, ამ პერიოდისთვის შესაძლებელი იქნება, რომ ყველა ოპოზიციური ფრაქცია ესწრებოდეს სხდომას და 50 ხმით შევქმნათ საგამოძიებო კომისია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი