ახალი ამბები

ორმა ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის კოვიდრეგულაცია დაარღვია – როიტერი

1 აგვისტო, 2021 • 1481
ორმა ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის კოვიდრეგულაცია დაარღვია – როიტერი

როიტერის ინფორმაციით, ორ ქართველ სპორტსმენს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა აკრედიტაციები გაუუქმეს covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო.

ვაჟა მარგველაშვილმაც და ლაშა შავდათუაშვილმაც ძიუდოში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მას შემდეგ კი, რაც ასპარეზეობა დაასრულეს, ტოკიოს ღირსშესანიშნაობების დასათვალირებლად გაემგზავრნენ. ოლიმპიური სოფლის დატოვება, კი კოვიდრეგულაციების თანახმად აკრძალული იყო. მთავარი არხის ცნობით, ისინი ტოკიოში მეგობარს უნდა შეხვედროდნენ. ოლიმპიადის მონაწილეები და დელეგაციები ოლიმპიურ სოფელში, იზოლირებულს სივრცეში ცხოვრობენ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ოლიმპიადას მაყურებელიც ვერ დაესწრო.

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ჯერჯერობით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი