ახალი ამბები

მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია

1 აგვისტო, 2021 • 1487
მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ფინალში გავიდა. მან ნახევრაფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა.

ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაამარცხა, მანამდე კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს მოუგო.

ფინალში ქაჯაია კუბელ ლოპეს ნუნესს დაეჭიდება, რომელიც 38 წლისაა და ოლიმპიური ოქრო კარიერის განმავლობაში სამჯერ აქვს მოგებული. კუბელმა ნახევარფინალში თურქი რიზა კაიალპი დაამარცხა, რომელიც ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია.

ფინალური მატჩი ხვალ, 2 აგვისტოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი