ახალი ამბები

გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

30 ივლისი, 2021 • 920
გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში ჩეხ მეტოქესთან დმარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში მოსახვედრად თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი დაამარცხა.

თუშიშვილის მიერ მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მეოთხეა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მედალი საქართველომ სპორტის ამ სახეობაში მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები თუშიშვილთან ერთად გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ბექაური კი ოლიმპიური ჩემპიონია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი