მას შედემგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა, 29 ივლისს ავტორებმა საკუთარი ნაშრომების კონკურსიდან მოხსნა მასობრივად დაიწყეს.

ამ დროისთვის კონკურსიდან საკუთარი ნაწარმოებები მოხსნეს:

  • ნინო სამყურაშვილი – ჯავშანი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • რატი მუჯირი – მეილები ავღანეთზე, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ტორესა მოსი – ორდროშობანა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ჯაბა ზარქუა – ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი, გამომწემლობა “ინტელექტი”;
  • მათე სარალიშვილი – მივიწყებულნი, “სულაკაურის გამომცემლობა”;
  • ირაკლი კაკაბაძე – ამაღლების ქუჩა, გამომცემლობა “არტანუჯი;
  • დავით ქაშიაშვილი – მორნიბიე კაჰ, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ბელა ჩეკურიშვილი – ნანას ცხენი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ელენე კვირკველია – წყვეტა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ზვიად კვარაცხელია – დარეკე! დაუბარე!, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ნათია გიორგაძე – ხმის მატარებელი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ანდრო დადიანი – განსაწმენდელი, “კალმოსანი”;
  • გიორგი შონია – რობოტების ყვავილები, გამომცემლობა “ინტელექტი”
  •  ასევე დიზაინერმა ნატალია ავალიანმა – დამწყები / ლაბირინთი მანუელისთვის, გაომცემლობა “პალიტრა L” (ნომინაცია – წლის საუკეთესო  წიგნის დიზაინი).
  • და თეონა ჭანიშვილიმა – სამი მედეა. პიესები / ამაღლების ქუჩა / იროელთა ქრონიკები (ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა) / ცხოველების კარ-მიდამო / მანცხვარკარი, გამომცემლობები “ინტელექტი” და “არტანუჯი”.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, რამდენიმე ავტორმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

“ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა