“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას “უსუსტესს” უწოდებს.
“მოვითხოვთ შარლ მიშელის შეთანხმების გარანტორების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. არა უბრალოდ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვ. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა, სულ ცოტა ხანში ვნახავთ საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან. ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ”, — განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებთან ხელახალი კონსულტაციები დააანონსა. მან ყველა მხარეს მოუწოდა, მოქალაქეების ინტერესი დააყენონ პირველ ადგილზე და აიღონ ვალდებულება, რომ საქართველოს პოლიტიკურ დისკურსს განავითარებენ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩარჩოებში.
მიშელი ახალ კონსულტაციებს იწყებს: ყველა მხარეს მოვუწოდებ, წინ დააყენონ მოქალაქეების ინტერესები