ახალი ამბები

“ლიტერას” დავით ქაშიაშვილიც ტოვებს

29 ივლისი, 2021 • 1441
“ლიტერას” დავით ქაშიაშვილიც ტოვებს

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელიც “ლიტერას” გრძელ სიაში ნაწარმოებით “მორნიბიე კაჰ” იყო წარდგენილი, ლიტერატურულ კონკურსს პროტესტის ნიშნად ტოვებს:

“4 შერჩეული, ერთიც “თეას” დანიშნული ჟიური! – მიზეზი, რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს “ლიტერადან”. ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია” ,- წერს ქაშიაშვილი “ფეისბუკზე”.

კონკურს „ლიტერას“ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო უკვე რამდენიმე კონკურსანტი გამოეთშა. “ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ლიტერას” ჟიურის 5 წევრიდან ერთი კულტურის სამინისტრომ დანიშნა.

“ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი