ახალი ამბები

“ზემოდან დანიშნულ ჟიურის არ ავიტან” – რატი მუჯირი “ლიტერას” გამოეთიშა

29 ივლისი, 2021 • 1384
“ზემოდან დანიშნულ ჟიურის არ ავიტან” – რატი მუჯირი “ლიტერას” გამოეთიშა

ჟურნალისტი რატი მუჯირი პროტესტის ნიშნად ტოვებს ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას”. წიგნის “მეილები ავღანეთზე” ავტორი აცხადებს, რომ “ზემოდან” დანიშულ ჟიურის არ აიტანს, კულტურის მინისტრს კი “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის დაბრუნებისკენ მოუწოდებს:

“თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს. თეა, მიკროფორნი დააბრუნე” ,- ამბობს რატი მუჯი.

კონკურს „ლიტერას“ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო უკვე რამდენიმე კონკურსანტი გამოეთშა. “ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

რამდენიმე დღის წინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. მინისტრს ჟურნალისტისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია, პროკურატურა კი დუმს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ “ლიტერას” ჟიურის 5 წევრიდან ერთი კულტურის სამინისტრომ დანიშნა.

“ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი