ნეტგაზეთი | ვითიბი ბანკი, BPN -თან ერთად ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების სწავლებას დააფინანსებს ვითიბი ბანკი, BPN -თან ერთად ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების სწავლებას დააფინანსებს – Netgazeti
Batumelebi | RU

ვითიბი ბანკი, BPN -თან ერთად ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების სწავლებას დააფინანსებს

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის, გაფორმებული პარტნიორობის მემორანდუმის თანახმად, ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების კურსები დაფინანსდება. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი სრულად დაფინანსდება ვითიბი ბანკის და BPN საქართველოს მიერ.

კონკურსის მთავარი კრიტერიუმია იყო ვითიბი ბანკის მომხმარებელი. პირველი 5 კანდიდატი შეირჩევა მარტივი და გამჭირვალე კონკურსის მიხედვით, რომლის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ვებ გვედზე https://vtb.ge/ge/vtb_bpn

განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი