ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკსა და იტალიის საელჩოს შორის 10 წლიანი თანამშრომლობა გაგრძელდა

16 თებერვალი, 2022 • 851
ვითიბი ბანკსა და იტალიის საელჩოს შორის 10 წლიანი თანამშრომლობა გაგრძელდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2022 წელს, საქართველოში ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს. 

აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას. 

ვითიბი ბანკი, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ , „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“, “Evidence. A New State of Art”, ექსპოზიცია „მარადიულო რომი“, გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი, თანამედროვე ბალეტის მსოფლიო პრემიერა „ბიატრიჩე“  და სხვა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველ  მაყურებელს კიდევ არაერთხელ მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას – განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი