ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილი: ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ონო საუკეთესოა

26 ივლისი, 2021 • 1954
ლაშა შავდათუაშვილი: ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ონო საუკეთესოა

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მან ოპონენტი, იაპონელი შოჰეი ონო შეაქო და აღნიშნა, რომ დანებებას არასდროს აპირებს.

„რა თქმა უნდა, ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ონო საუკეთესოა. იგი ძალიან ძლიერია, არასდროს უშვებს შეცდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ძიუდოა და ყველანი თანასწორნი ვართ, ორი ხელით, ფეხით და ერთი და იგივე შესაძლებლობებით. საუკეთესო იმარჯვებს. ჩემი გზა ფინალამდე რთული იყო, მაგარმ მუდმივად უნდა მქონდეს საკუთარი თავის რწმენა. დანებებას არასდროს ავაპირებ“, — ციტირებს მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია.


26 ივლისს ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში მასპინძელ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შავდათუაშვილისა და ონოს ორთაბრძოლა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და იაპონელმა ქულის აღება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა.

შოჰეი ონომ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც 3 ოლიმპიურ მედალს ფლობს: 2012 წელს – ოქრო, 2016 წელს – ბრინჯაო, 2020 – ვერცხლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი