ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია

26 ივლისი, 2021 •
ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში მასპინძელ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შავდათუაშვილისა და ონოს ორთაბრძოლა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და იაპონელმა ქულის აღება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა.

შოჰეი პონომ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც 3 ოლიმპიურ მედალს ფლობს: 2012 წელს – ოქრო, 2016 წელს – ბრინჯაო, 2020 – ვერცხლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი