ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა. შავდათუაშვილმა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი დაამარცხა.
ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე, სავარაუდოდ, იაპონელი შოჰეი ონო იქნება.
ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური ოქრო 2012 წელს აქვს მოგებული, ხოლო ბრინჯაო – 2016 წელს. ის ასევე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი.