ახალი ამბები

ტაკატომ ყველაზე რთულ მეტოქედ ჩხვიმიანი დაასახელა

25 ივლისი, 2021 • 1040
ტაკატომ ყველაზე რთულ მეტოქედ ჩხვიმიანი დაასახელა

ოლიმპიური ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო, საკუთარ ასპარეზობას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული არა ფინალში და ნახევარფინალში ასპარეზობა იყო, არამედ მეოთხედფინალი, როცა ქართველ სპორტსმენ ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდა:

“მიუხედავად იმისა, ხალხმა რა შეიძლება იფიქროს, ჩემთვის ყველაზე რთული შეჯიბრი ფინალში არ ყოფილა, არც ნახევარფინალში. ყველაზე რთული მეოთხედფინალი იყო. იმიტომ, რომ რიოში მე ამ ეტაპზე დავმარცხდი და ახლაც ძალიან მეშინოდა ქართველ სპორტსმენთან ბრძოლის წინ” – ამბობს ნაოჰისა ტაკატო.

იაპონელმა ძიუდოისტმა ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი მეოთხედფინალში დაამარცხა. მანამდე, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნაოჰისა ტაკატო სწორედ ამ ეტაპზე, ასევე ქართველ სპორტსმენთან, ამირან პაპინაშვილთან დამარცხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი