ახალი ამბები

“ფაიზერზე” ჯავშანი 142 195 პირს დაუდასტურდა

25 ივლისი, 2021 • 1133
“ფაიზერზე” ჯავშანი 142 195 პირს დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერის” ვაქცინაზე ჯავშანი ჯამში 142 195 პირს დაუდასტურდა. 4 750 ადამიანს კი აცრის დაჯავშნაზე უარი ეთქვა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო, რიგ პირებს კი სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით ვაქცინაცია არ უწევდა:

“ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 პირს, 4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდა აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები პორტალზე . ასე რომ, 5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა და ბუნებრივია ეს ადგილები დაემატება პორტალს” – ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, უახლოეს დღეებში “ფაიზერზე” ადგილები კიდევ დაემატება. ამასთან მისი თქმით, კლინიკები მზად არიან, რომ 8  საათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12 საათიან სამუშაო რეჟიმზე:

“ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზება იმისთვის, რომ ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს მაქსიმალურ მოკლე ხანში იქნეს ათვისებული. უახლოეს პერიოდში ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ, დღესაც და ხვალ გამოვაცხადებთ და შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირება. ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება, კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ კლინიკებში რეგისტრაცია” – ამბობს თამარ გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი