ქართველი მოცურავე მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს, რადგან მას COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ავრცელებს.
“გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მარიამ იმნაძეს, ჩვენს მოცურავეს, დაუდასტურდა კოვიდი და სამწუხაროდ, ეს გოგონა ვერ იასპარეზებს.
ჩვენ ყველაფერი ვეცადეთ, რომ იქნებ შემდგომი PCR გვქონოდა უარყოფითი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამის განხორციელება, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. სამწუხაროდ, ეს გოგონა დააკლდება ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას”, — აღნიშნავს კახაბრიშვილი.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პარასკევს გაიხსნა, შეჯიბრებები კი 24 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. ქართველი სპორტსმენები სპორტის 11 სახეობაში ასპარეზობენ.
ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე