ახალი ამბები

“ფაიზერის” I დოზით აცრაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყება

24 ივლისი, 2021 • 3673
“ფაიზერის” I დოზით აცრაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყება

“ფაიზერის” პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყება. ამისათვის მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ პორტალი booking.moh.gov.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე 1522.

“ფაიზერზე” რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, უშუალოდ აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერის” 500 000 დოზა თბილისში პარასკევს ღამით ჩამოვიდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი დოზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი