ახალი ამბები

საზმაუს ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

23 ივლისი, 2021 • 872
საზმაუს ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილს 5 ივლისს საპატრიარქოს მიერ მობილიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. წარუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5 ივლისს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 24 პირი.

“ორი კვირა მჭირდება, რომ თვალი გავახილო” — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი

მასალების გადაბეჭდვის წესი