ახალი ამბები

არ ვიცი, რა ხდება მიკროფონთან დაკავშირებით – ღარიბაშვილი

23 ივლისი, 2021 • 1777
არ ვიცი, რა ხდება მიკროფონთან დაკავშირებით – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ იცის იმის შესახებ, რომ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

ღარიბაშვილს “მთავარი არხის” ჟურნალისტმა დღეს, 23 ივლისს, ჰკითხა, როდის დაუბრუნდებოდათ მათ მიკროფონი, რომელიც გუშინ წულუკიანმა წაართვა, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:

“თქვენი მიკროფონი არ ვიცი, რა ხდება მიკროფონთან დაკავშრებით? რა მოხდა?” – უპასუხა ღარიბაშვილმა და კრტიკული კითხვის დასმის გამო ჟურნალისტები ძალადობაში დაადანაშაულა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

ინციდენტი სენაკის თეატრში მოხდა, სადაც წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა.

“მოგესალმებით. მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერი “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონო ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა, აბა, მოდი, თქვი: ბიძინას გაუმარ… “, — მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ პატრული გამოიძახა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიკროფონი წაართვა და აღარ დაუბრუნა. სენაკის თეატრში მისულ სამართალდამცველებს გოგოხიამ უთხრა, რომ დარბაზი დაატოვებინეს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა, დარბაზში შესულიყვნენ და მინისტრისთვის მიკროფონი გამოერთმიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი