ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი – 23 ივლისი

23 ივლისი, 2021 • 865
გამოვლინდა ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი – 23 ივლისი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 460  ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 20 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 082 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 945 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 419 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 526 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.03 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 460 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 363,
  • აჭარა – 240,
  • იმერეთი – 196,
  • ქვემო ქართლი – 139,
  • იდა ქართლი – 118,
  • გურია – 36,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89,
  • კახეთი – 181,
  • მცხეთა-მთიანეთი -62,
  • სამცხე-ჯავახეთი – 25,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834, საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 934 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  398 081-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 656 პირი ემსხვერპლა,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 370 565-მდე.

ამ დროისთვის სულ აცრილია 391781 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი