ახალი ამბები

პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ უშვებენ

22 ივლისი, 2021 •
პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ უშვებენ

პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთან ერთად დგანან ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

როგორც პარლამენტის დაცვის თანამშრომელმა მათ განუმარტა, დღეს, “უსაფრთხოებიდან გამომდინარე”, პარლამენტში შესვლა შეზღუდულია.

როგორც ადგილზე მყოფი ოპოზიციის წევრები აცხადებენ, პარლამენტში რიგგარეშე სესიის სხდომამდე ერთობლივი ბრიფინგი უნდა გაემართათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი