ახალი ამბები

მღვდელს, რომელმაც ჟურნალისტების უხამსი ფოტომონტაჟი გაავრცელა, მსახურება დროებით შეუზღუდეს

21 ივლისი, 2021 • 2614
მღვდელს, რომელმაც ჟურნალისტების უხამსი ფოტომონტაჟი გაავრცელა, მსახურება დროებით შეუზღუდეს

შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, იოსებ ღლონტს მღვდელთმსახურება დროებით შეუჩერდა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურა შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იოსებმა.

მისი განცხადებით, მღვდელს მსახურების უფლება “დროებით, უხამსი ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო რამდენიმე თვით შეუჩერდა”.

“ეპარქია ემიჯნება მსგავსი უხამსი ფოტომონტაჟების გავრცელებას”, – განუცხადა ეპისკოპოსმა იოსებმა ნეტგაზეთს.

მღვდელმა იოსებ ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტომონტაჟი, რომელიც კონკრეტული ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი შინაარსის იყო.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ფოტომონტაჟის დროს “მოხდა გაუგებრობა და არ ახსოვს, რას დააჭირა ხელი”.

ფოტო გარეკანზე: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი