ახალი ამბები

კორონავირუსით თბილისში მეორე ჩვილი გარდაიცვალა

20 ივლისი, 2021 • 973
კორონავირუსით თბილისში მეორე ჩვილი გარდაიცვალა

კორონავირუსით თბილისში მეორე ჩვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი 2 თვის იყო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ბავშვი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. მას კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება კიდევ ერთი COVID ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი 22 დღის ახალშობილიც დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი