ახალი ამბები

თბილისში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

16 ივლისი, 2021 • 817
თბილისში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი, რომელსაც COVID-19 ჰქონდა დადასტურებული, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ამ დრომდე მძიმეა კიდევ ორი ბავშვის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

გარდაცვლილი ახალშობილი 22 დღის იყო. კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება ორი ორი თვის ასაკის ბავშვი. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი აქვს დადასტურებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი