ახალი ამბები

ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, მოვუწოდებ, გააკეთონ ეს – მიშელი

19 ივლისი, 2021 • 609
ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, მოვუწოდებ, გააკეთონ ეს – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ კვლავ მოუწოდებს მათ, ვისაც ხელი ამ დრომდე არ მოუწერიათ.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება არის მთავარი გარანტია საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლისთვის.

“მოხარული ვიყავი, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი რჩება ვალდებული შეთანხმების სრულად შესრულებისადმი და ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის უფრო მეტად ინკლუზიური, ერთიანი გზის განვითარებისადმი. მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთონ ეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი რეგიონული ტურის ფარგლებში საქართველოში18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”. ბათუმში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი